↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96971 ნახვა

—
იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ...იმგვარადვე მდევ... იმგვარადვე მკლავ.ო, როგორ მომწყურდი! მწუხარეა დღე.იმგვარივე ცა. იმგვარივე ხე...
იგივ ქარი დაჰქრის. იღუნება ბზა.იმგვარივე მზე. იმგვარივე გზა.ძლიერ... ძლიერ... ძლიერ... ვეტყვი ზენა ქარსიმგვარივე ხმით იმგვარსავე ზარს.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი