↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იმ დღეს რომ იყო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
იმ დღეს რომ იყო კოხი და თქეში,პარიზზე ქარის რომ ჰქუხდა სვეტი,მძლავრმა გრიგალმა ბულონის ტყეშიხე ამოგლიჯა ექვსასზე მეტი.
ძირფესვიანად გულაღმა დაწვაგადალეწილი ალვა და წაბლი,თანაბრად გრძნობდა სიტყვას: თავდაცვა!უბრალო ჩიტი და დირიჟაბლი.
ვერსალისაკენ განადგურებისაზვირთებული ტბა მიედინა,შემდეგ ეკვეთა რადიოსადგურსდა კაბინებს ხმა გააკმედინა.
როგორც ქალს შიშველს სულით და ხორცით,ბულვარს ის სეტყვა სცემს კმაყოფილი.აცურდა ქუჩა, ნაგები ტორცით,ნიაღვარს მიაქვს ავტომობილი.
რა საოცარი ისმოდა მარში,როს ქარი ჩადგა და გზები მოშრა.ამგვარ პარიზში, ამნაირ ქარშიავაფრიალეთ კონგრესის დროშა.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი