↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენ- პოეტები საქართველოსი

აბესაძე (ზედვაკელი) გიო

2026-07-181 წთ საკითხავი2903 ნახვა

—
გიო მეფეა, უსათუოდ მეფეა გიო!და ამით უნდა ამაყობდნენ საჯაიები.ასე დილიდან ვიუწყები,როგორც რადიო.ყანწი არ გინდათ, ჩვენ ლექსებით გვაჯარიმებენ.ღამემ მიმშობლა მე უმშობლო,დღემ ვერ მიშვილა...ნახალოვკაში შავ ღამეში ჩერქეზიშვილიდაიწყვეტს ნერვებს, ვინც ცხოვრებას დედა უგინა...სამარგალოშიერთი ძმა მყავს, ლექსი თუ გინდა!
სადმე სენაკში მოიკიხეთ ახალაია!აღარ არიან?უსაფუძვლო არის ბრალდება.არიან!პოეტს რა გააწყობს საქართველოში?თქვენ ოღონდ თქვით და სული ლექსად აბრიალდება.
სიყვარული გსურთ?სადმე მინდვრად გათარეშება?ნახოთ პარიზი და პარიზის შემოგარენი?ის ლექსებს-როგორც ბავშვის სათამაშოებსნოხზე დაგიყრით-შეისუნთქეთ სანდრო დგვარელი!
ბათუმში, ალბათ, წვიმა არი ახლა წუწუნა,პლაჟზე ამაოდ დამაშვრალი მშრალ ქვებს ვერ იძევ.სიტყვები სველი წვიმასავით ჩამოიწურაგულიდან ბიჭმა - გვარად (როი) აბუსელიძემ.
ახლა საჩიხის კართან დგანან შავი ხარებიდა მიხარია, მოწერილი მომდის ბარათი:-ძამულიაო, მომენატრე, შენ გეიხარე!მოუწერია წუხელ ასე ნუკრა ბერეთელს.
ნუკრი,იმერეთს როცა ტოვებ, მაშინ მე ჩავალ,რადგან ცოდვაა უპოეტოდ,უფრო- ბეჩავი.ჩვენ შეიძლება დავანებოთ თავი სიგარეტს,ლექსების წერას აწი ვეღარ გადავეჩვევით.
გიო მეფეა, უსათუოდ მეფეა გიო,და ამით უნდა ამაყობდნენ საჯაიები!
აბესაძე (ზედვაკელი) გიო

აბესაძე (ზედვაკელი) გიო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი