↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაგვზაფროს თბილისმა

აბესაძე (ზედვაკელი) გიო

2026-07-181 წთ საკითხავი2900 ნახვა

—
მოდით, ვაქციოთ შარდენი მონმარტრად,ვასუნთქოთ ჩარჩოში ჩახუთულ ტილოებსდა პოეზიას,რომ მოგვენატრა,გაღმა-გამოღმა სანაპიროებს...დავცალოთ ღელვისგან პარიზის სნობები,მეტეხის პირდაპირ გავშალოთ კარვები.ჰაერში ავტეხოთ სიტყვების სროლები,თბილისის ზეცისკენ მივაპყროთ თვალები.ვიკითხოთ ლადო და ვუყუროთ ფიროსმანს,და ორთაჭალის გადამსკდარ ალუჩებს,და ფერებს, რომლებსაც თბილისი იმოსავს,და მზეებს, რომლებიც ტკივილებს აყუჩებს.მერე ვუყუროთ თვალებში ერთმანეთს,ვასწავლოთ ლოცვა და წითელი ღვინის სმა.მე, ზედვაკელი გიო, გთხოვთ ერთ რამეს,რომ უფრო მეტად დაგვზაფროს თბილისმა!..
აბესაძე (ზედვაკელი) გიო

აბესაძე (ზედვაკელი) გიო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი