↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თუ ვერ გაიგებ,არ აგიხსნი

აბესაძე (ზედვაკელი) გიო

2026-07-181 წთ საკითხავი2896 ნახვა

—
თუ ვერ გაიგებ,არ აგიხსნი..მაინც ერთია...ან ასახსნელიც რაღა არის,მეც რომ აგიხსნა?მინდოდა,მთვარე ბნელ ოთახში შემომეთრიადა ოქროსფერით შემემოსა ჩემი ნაძვისხე.მერე წვიმებად შენი თმები უნდა შემეჭრა(მთვარისფერია ...ყვითელი... თუ ოდნავ მოქერო).მაშინ საათზე კი არა და წუთზე გევაჭრე,კოცნაა რაა და ფერებითაც ვერ მოგეფერე.არადა თოვდა... (ან ამასაც რატომ გიყვები).აია-თოვლში ეხვეოდა -ძველი სატახტო.სენტიმენტები მე იქამდე გამაბრიყვებენ ,მღვრიე რიონში საკუთარი თავით გადავხტე.მერე შავი ზღვა,ანდა რავი...პალიასტომიჩამითრევს გულში...დახრჩობამდე უნდა ვიგინო.სიკვდილი თუა,ასე უფრო მაგრად ასწორებს,მაგრად ასწორებს საკუთარი ნებით სიკვდილი!
აბესაძე (ზედვაკელი) გიო

აბესაძე (ზედვაკელი) გიო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი