პოეზია · ლირიკა
იქ, იმერეთში
მთვარე,რომელიც არი ბურთივით,მთვარე, რომელიც ოდნავ იცინის,არის ოქტომბრის და ჩემ სოფელშიმალე დაიჭერს მკაცრი სიცივე.შემოაჭკნება ხეებს ადესა,დაიკიდება ჭერზე ჩამიჩი.და ბებომ ნიჩბით უნდა დაუწყოსკარზე მოწოლილ ზამთარს ჩალიჩი.მე ის დროც მახსოვს,ცხრათავისპირში ბაბუაჩემი რო ნადირობდა.მიუსხდებოდნენ მჭვარტლიან ბუხარსდა ქეიფობდნენ ის და იროდა.იქ ნაადრევად იცოდა თოვლი,და ნაადრევად იყო მზადება;ვენახებს, ასე სათუთად მოვლილს,ვერ მოვუარეთ ახალგაზრდებმა...მთვარე, რომელიც არი ბურთივით,მთვარე რომელიც ოდნავ იცინის,არის ოქტომბრის და იმერეთშიმალე დაიჭერს მკაცრი სიცივე.