↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მთვარეულის სიმღერა

ქევანიშვილი ეკა

2010-08-121 წთ საკითხავი2498 ნახვა

—
ყველაფერი გამოვიგონე.როგორ გყავს მანქანა,რომლის სკამებიც ისე იშლება,როგორც კბილის ექიმის სავარძელი.იმ განსხვავებით, რომ აქ, პირთან ერთად ვაღებ ყველაფერს.მუცელს და საშოს.მკერდს და თვალებს. შენ - მაღებ.თითქოს დუმფარა გაიხსნა - დღე წაიღო და დაიხურა,ისე შემყავხარ ჩემში.მე ეს ყველაფერი გამოვიგონე.როგორ ასდის ტბას ორთქლი,ხოლო ცაზე ყინვა ჭახჭახებს."დიდი დათვი" და "ირმის ნახტომი" სიცივისგან ცახცახებენ,თუ რცხვენიათ.. ღრუბლები რას ამოიფარეს აბა თვალებზე,მე რომ ქვემოდან ავყვიროდი.შენ - ეს წუთია შეგაჟრჟოლა -მე - მგონია, რომ იების ბაღს ვრწყავ.ეს ჩემი სიზმრებია,როგორი არის ჩვენი მანქანა ტალახიანი,ხოლო გზა - მტვრიანი და უკაცრიელი.ვლაპარაკობთ არაფერზე.თითქმის არაფერზე.იმაზე, რომ ერთმანეთის არაფრები ვართ დაგვაერთიანებს ის, რომ შუაღამეს ჩვენს ამბავს არავინ კითხულობს.გვაერთიანებს მხოლოდ:"პური წამოიღე""სახლში ნახშირი გამოილია""კარი შენი გასაღებით გააღე, მძინავს".ეს მთვარეულის ძილიადა მთვარეულის სიზმარი.როგორ გამოვიხურეთ ცხრა კარი,როგორ ავჭედეთ, რომ აქ,სადაც ყველაფერი გამოვიგონე,გვევლო ერთმანეთისკენ შიშვლებსდა უასაკოებს, გვევლო წესების დარღვევით,ხედვის მანძილზე, შეხების გარეშე.გაოგნებული სულიერების მიწევ-მოწევით,რომლებიც დილითსველ ტილოებს დაგვიფენენ, რომ გამოგვაღვიძონ.
ეს იქნება ცხადი,რომელშიც მეყვარები.

ქევანიშვილი ეკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი