↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეგობრობა, ნაგავსაყრელი

ქევანიშვილი ეკა

2010-08-121 წთ საკითხავი2495 ნახვა

—
ჩემიმეგობარი ნაგავსაყრელია.ერთი დიდი აყროლებული უფსკრული.მეც მისთვის ხრამი ვარ პირღია,ფეთქებადი.ის მაყრის,მე კიდევ მის დარდებს ვახარისხებ.ზოგს ვწვავ. რამდენიმე ბომჟისთვის მემეტება.ჩემს მონოლოგს გულზე იხვევს,ფეთქვის ხმა რომ გაიგონოს მისი ქმარი მკერდში უძვრება.ტანს თუ იხეხავს, დაგროვილი ჭუჭყი გამაქვს,თმას თუ ივარცხნის, თმების ბღუჯა.მორჩილად დგება ჩემი ცოლი და ცეცხლს უკიდებს.ხან დაგლეჯილი ფეხსაცმლის ლანჩი ამომჩრია - მან მოისროლა.ხან გატეხილი სარკით მზეს მჩრის - რაც მე დავლეწე, ნამსხვრევები ენით აკრიფა.მორიგეობით,ჩვენ ერთმანეთის მოედნები ვართ. მიწისმყრელები.რიგრიგობით ვუშვერთ სხეულებს - ნაგვის აკეცვა,გულისამრევი პროცესია, მაგრამ ფაქტია,სამუშაო ხელთათმანებით შუბლის დაჭერასთითქმის ისევე შევეჩვიეთ,როგორც საცრით წყლის მიწანწკარებას ერთმანეთამდე,სიყვარული თუ გვითავდება.
სულ ესაა მეგობრობა -ვიწვით და ღამე თავზე გვადგას კვამლის ბოლქვები.

ქევანიშვილი ეკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი