↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ჩემი ხელები განმარტოვდნენ

ქევანიშვილი ეკა

2010-08-121 წთ საკითხავი2504 ნახვა

—
ჩემი ხელები განმარტოვდნენსამარშრუტო ტაქსის ბოლო მარცხენა კუთხეშიდა წავიდნენ წვიმაში.მე დავრჩი ვიღაც უცხო ბიჭის თვალებთან და უცებდაღამებულ დღესთან,რომელსაც აწვიმდაიქაც, სადაც ჩემი ბავშვობის მეგობარსრატომღაც კრძალავდნენთუ უბრალოდ მალავდნენრამდენიმე მეტრით დაბლა,ვიდრე ჩვენ ვთამაშობდით ხოლმეუკვე მოძველებულ თამაშებს...და ახლაექვსი საათის სავალი მანძილისაქეთ მახსოვდა მისი ჭიშკარიდა ხე, საიდანაცმდიდარ მეზობლებს ვუთვალთვალებდით...ჩემი მარტოხელა ხელებიმხოლოდ მაშინ დამიბრუნდნენ,როცა მძღოლმა ფულის გადახდა მოსთხოვა მათ დაუცებ დაავიწყა, რომ ამ ხელებისკიდევ უფრო მეგობარი ხელები,ისინიც წვიმაში,ოღონდ მიწის ქვემოთდარჩნენ მარტო...მერე მივხვდი, რომ ჩემები _ ხელები _ჩემი მეგობრის დაკრძალვაზე გამეპარნენ...

ქევანიშვილი ეკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი