↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დიასახლისის რჩევები

ქევანიშვილი ეკა

2010-08-121 წთ საკითხავი2496 ნახვა

—
შეავსე ჩემი ცარიელი სკამიროგორც მიტოვებული კროსვორდი,ძნელი, ძნელი გამოსაცნობად
არ გინდა ჩხვლეტა,ჩემი გული ჯერ კიდევ გულია დაარა სანემსე ბალიში
შეწვი ხორცი ცრემლებშითითი გაიჭერი პურზეღიმილი ჩააგდე ღვინოში - უფრო დაგათრობს.
თუ ამ საწოლზე სიყვარული აღარ გამოგდისსცადე თაფლისგან გაფენილი ხალიჩები,სირბილისათვის - ფქვილმოყრილი.
მოდების ჟურნალზე დაგდებული ნდომაკიბეებზე დაადევნე -დაბრუნება.
ორშაბათს მოითმინე - პარასკევამდე,შაბათი ღმერთისაა,კვირას დაშორდი, მაინც უქმეა.
ღალატს თუ დაგაბრალებენ,თაროებიდან წიგნები გადმოყარედა ყველა შენი საყვარელი გმირი გვერდით მოიწვინე,ვერ მოგიკლავენ.

ქევანიშვილი ეკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი