პოეზია · ლირიკა
აქ ნუ დადგებით
ეს მიწა - კრემიანი ნამცხვრის შუა ნაჭერი ჩვენ გვეკუთვნის.ხიდის აქეთ ხალხს.აქ ნუ. თქვენ შუა. ჻ვენ ნაფშვენები. თქვენ ცარიელი ქილა გატლიკეთ.სასეიროა ენას როგორ გადაისერავთ.ძალიან დიდხანს ყიდდით ხამსას - სუნი გულს გვირევს.დიდხანს მარხავდით მკვდრებს- გვეშინია.და დიდხანს დარჩით უღელტეხილზე - სუსხი ჩამოგყვათ.ოდნავ მარჯვნივ გადაიწიეთ. უფრო კიდისკენ, უფრო ახლოს გადასავარდნთან.როცა არავინ შემოგვხედავს, მოგაწვებით და გადაგთელავთ.აქ ნუ დადდგებით.ბებერი ქალი თავის ენაზე: ‘ჩვენ ვცხოვრობთ მორ მოპირდაპირე ფანჯარაში’‘ჩატეხილი ორი კიბის და ფარღალალა კარის შუაში’’.დედაქალაქმა ეს დიალექტი წლებია ტანზე შემოიხვია.მამაჩემიც დღემდე დაეძებს მეგობარს, გვარით - წოწერია,როგორმე უნდა გააბათილოს ნანახი კადრი:უპატრონო მიცვალებულს ფეხზეამ გვარის ლენტი აბია.გითანაგრძნობთ, მაგრამ მაინც:აქ ნუ დადგებით.იყავით ასე კომპაქტურად ჩასახლებული,იცხოვრეთ ,როგორც კეთროვანთა მოდგმამ მღვიმეში.ოღონდ სენივით არ გადმოგვადოთ უსახლკარობა, უფულობა, უკმარისობა.ხიდზ არ გადასცდეთ.ნურც ძალიან გადმოიხრებით თქვენი ფორთოხლის ხეებივით.დააკვირდით მხოლოდ დურბინდით: ვინ გაიარა თქვენს ეზოში,თქვენი წყალი ვინ დალია,ჯვარი დგას თუ წაქცეულია სასაფლაოზე.აქ, მაგიდაზე, გადარჩენილი ფოტოები დევს:ორსართულიან სახლს ღებავენ. ეშბას ქუჩა. 33.გაზაფხული და სოხუმში მზეა.თხუთმეტ წლიანი განსხვავებით - მეორე კადრიც.ამავე სახლის აფეთქებული კედლებიდან ძაღლის მზერა ჩანს.ნატრობს ქვიშაზე მოხარშულ ყავას ნაცნობი კაცი.სოხუმში დღეს წვიმს. დილით ღელვა გამოაცხადეს.აქ ნუ დადგებით.აქაურობაც დანაღმულია.