↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 99 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21571 ნახვა

—
დღეს ქურდობაზე დავიჭირე ყვავილი ბევრი:იამ სურნელად ჩემი სატრფოს სუნთქვა ისესხა,ზამბახსაც მისთვის მოუპარავს ხელების ფერი,მკვლავნი ასეთი ნათალ მხრებზე აბა ვის ესხა?წაურთმევიათ მიჯნურისთვის თმების სიშავეც,დგანან ვარდები სირცხვილისგან წითლად დამწვრები,სხვა ყვავილებმაც ყაჩაღობა ვერ მოიშალესდა ზოგმა ყელი გაგიძარცვა, ზოგმა ღაწვები.სუნთქვას მაწვდიან სურნელებად დამდნარს, იები,ზოგმა სითეთრე მოგტაცა და ზოგმა სიწითლე.მაგრამ შენს გამო შესევიან ვარდებს ჭიებიდა გადახრული ყვავილნარი სულსაც სიმწით ლევს.სხვა ყვავილებიც გადაშლილან კეთილშობილად,მაგრამ შენს მიმართ მაინც ყველა ქურდი ყოფილა.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი