↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყველაფრის მკურნალი დრო

ჩხეტიანი თემურ

2026-07-181 წთ საკითხავი4958 ნახვა

—
თებერვალს აცვია თეთრი ხალათი
და პალატებში ფეხაკრეფით დაიარება,
როგორც იციან სათნოების დებმა-ქალებმა,
უხმაუროდ რომ არსებობენ და ანათებენ.
თებერვალს აცვია თეთრი ხალათი,
თავს დაგვტრიალებს, გვამშვიდებს და ...
ჩვენ ავადა ვართ
შეცდომათაგან და უიღბლო ფათერაკთაგან
და დავიწყების აბებსა ვსვამთ ძალის-ძალათი.
თებერვალს აცვია თეთრი ხალათი,
გვისინჯავს პულსს და შუბლზეც ფრთხილად ხელით გვეხება,
და სურს წაშალოს ჩვენში ქენჯნა თუ დაეჭვება,
და დაგვიტოვოს შვებად რამე _ სიტყვა, ბარათი ...
თებერვალს აცვია თეთრი ხალათი
და პალატებში ფეხაკრეფით დაიარება..
ჩხეტიანი თემურ

ჩხეტიანი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი