↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაუმთავრებელი ამბავი

ჩხეტიანი თემურ

2005-12-121 წთ საკითხავი4739 ნახვა

—
როცა ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთსდა ერთმანეთი გვიხაროდა,შენ მიამბობდი ხოლმე ერთ საინტერესო ამბავს,მიამბობდი ნაწილ-ნაწილ, ეპიზოდებად,მიამბობდი ჩვენსავით ორი ადამიანის შესახებდა მეც გულისყურით გისმენდი.
ის ამბავი ჩვენი ამბავივით უფრო და უფროსაინტერესოდ ვითარდებოდადა მე ყურადღებთ ვიყავი ორივეგან:იმ ორი უცნობი ადამიანის თავგადასავალშიცდა, რა თქმა უნდა, იმ ამბავშიც,რაც ჩვენს შორის იყო და ხდებოდა.
მთლად ათასერთი ღამე არა,მაგრამ ჩვენი და მათი ამბავიცკარგა ხანს გრძელდებოდა;გრძელდებოდა და დასასრულითითქოს არც მას ჰქონდა და არც ჩვენსას უჩანდა.
მაგრამ მოხდა და, ჩვენი ამბავი უეცრად შეწყდა.შეწყდა, თუმცა არანაირად არ დასრულებულა.თავისთავად შეწყდა იმ ორის ამბავიც,რომელსაც ასე ხატოვნად მიამბობდი;მიამბობდი და მე გისმენდი;გისმენდი და ერთად ვიყავით.
ერთბაშად შეწყდა ორი ამბავი -ჩვენიც და მათიც.ჩემთვის ეს ამბები არ დასრულებულა.ჩვენი ამბავი ალბათ შენთვისაც არ დამთავრებულა,თუმცა იმ ორის ამბის ბოლო,ცხადია იცოდი;იცოდი, მაგრამ ისე მოხდა,რომ ვეღარ მიამბე.
ჩხეტიანი თემურ

ჩხეტიანი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი