↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კ ა რ ი

ჩხეტიანი თემურ

2026-07-181 წთ საკითხავი4962 ნახვა

—
სახლ-კარის მიტოვება არ მინდოდა,მაგრამ უნდა წავსულიყავი.სახლს კარი ჩამოვხსენი,ზურგზე მოვიკიდედა გზას გავუდექი.
ბევრი ვიარე...ეს კარი ხან მაგიდად გამომადგა,ხან კიდევ - საწოლად;თავშესაფრის მაგივრობაც გამიწიადა, როცა მდინარეს მივადექი,ტივადაც ვაქციე.
ბევრი ვიარე,კარი არსად არ მივატოვედა დიდი ხნის მერემასთან ერთად უკან გამოვბრუნდი.
და როცა სახლს მივუახლოვდი,შევამჩნიე:იქიდან ვიღაცები გამოცვივდნენდა აქეთ-იქით გაიფანტნენ -ალბათ ეშმაკები თუ იყვნენ.
სახლი გამოვხვეტე.დავალაგედა კარი ჩამოვაბი;დავხურე,მივწექი დაძილმა წამიღო.
ჩხეტიანი თემურ

ჩხეტიანი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი