↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კითხვა

ჩხეტიანი თემურ

2005-12-121 წთ საკითხავი4742 ნახვა

—
როდესაც ვხედავ, როგორ ჩუმად და უკვალოდ ქრებიანჩემი ასაკის ადამიანები;
როდესაც ვხედავ, როგორ მიდის ცარიელ შარაზე ფეხარეული ლანდიდა მესმის,როგორ იკურთხება ის ღამეში ლამის ყველა მიმართულებით;
როცა ახალგაზრდა, ლამაზი ქალისგან მიყურებს სიმარტოვედა მესმის მისგან ნათქვამი:„ თითქოს ყოველღამ სიკვდილთან ვწვებიო“;
როდესაც ყურს მჭრის ყელში გულმობჯენილი ბიჭის სიტყვები:„მათ უნდათ, რომ ჩვენი თაობაცამ წუმპეში ჩაახრჩონო“;
და, როცა სრულიად ბავშვი - გოგონა - მეუბნება:„ძია თემურ, თუ შეიძლება,თქვენს მხარზე ჩამოვდებ თავს და ვიტირებო“,
არ შემიძლია, არ ამოვიოხროდა უმისამართოდ არ ვიკითხო:„ - როდის მივაღწევთ დანიშნულების ადგილამდე ?..“
2011 წელი
ჩხეტიანი თემურ

ჩხეტიანი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი