პოეზია · ლირიკა
* * * ეს ყველაფერი ხდება შემდეგ
ეს ყველაფერი ხდება შემდეგ -იმის შემდეგ, რაც უკვე მოხდა;იმის შემდეგ, რამაც ჩაიარა,წავიდა და წარსულს შეერთო.
ეს ყველაფერი ხდება შემდეგ:ეს წასვლა-მოსვლა,ეს წვრილმანი საქმეები,შეხვედრები, დღეები და საღამოები;
ეს - ფანჯარასთან დგომა და ყურება გარეთ,სადაც ან ისევ წვიმაა, ან ისევ ქარია;სადაც ისევ გრძელდება ცხოვრებადა გრძელდება ჩვეულებრივად.
ეს ყველაფერი ხდება შემდეგ:ეს ვითომდა მხიარულება,ეს ღრიანცელი,ეს უეცარი აფეთქება -ეს ძირს დანარცხებული სასმისითუ აყირავებული მაგიდა...
ეს ყველაფერი ხდება შემდეგ:ეს მარტოობა და ეს გარინდება,და ეს - უნებლიეთ წამოცდენილი სახელი,რომელიც უკვე აღარაფერს ნიშნავს.