პოეზია · ლირიკა
გარდაცვლილთა მოხსენიების დღე
ხალხმრავალია სასაფლაო -თითქმის ყველა საფლავთან დღეს ვიღაცა მიდის.
რაოდენობა - რიცხვი მომსვლელ ჭირისუფალთალამის კიდეც უტოლდებამათ რიცხვს, ვინც აქ მიწისქვეშ წვანან.
წონასწორობა დროებითი, თუნდაც ერთი დღითდა თითქოს ამის აღსანიშნავადსახელდახელოდ გაშლილი სუფრა -
საერთო სუფრანაღვლიანი ტრაპეზისათვის.
17 აპრილი, 2012 წელი