პოეზია · ლირიკა
* * * დაიფრინე წუთები და წერე
დაიფრინე წუთები და წერე,სანამ ძალა დაგრჩენია წერის,სანამ კიდევ რაღაცისი გჯერა,წერე, ასე, ერთი მოსმით ხელის;
სანამ გულში ჩაგეღვრება დარდი,წერე ასე, მსუბუქად და ლაღად,სანამ ისევ შეგაშინებს ვარდნა,სანამ რწმენა შერჩენია ქაღალდს;
სანამ ქაღალდს მოსწყინდება შენისიტყვების ფრცქვნა, ამოღება გულის,სანამ თავზე დაგიმძიმდა ჭერი,სანამ გულში აგიფეთქდა ჭურვი;
წერე, წერე, არ შეშინდე, წერე,წერე, როგორ დაგეღალა წერით,ისევ წერით დაუღლელი ხელი,სანამ თავზე დაგიმძიმდა ჭერი;
სანამ გულში ნაღველია, კვამლი,სანამ კვამლი გაიპარა გარეთ,სანამ გული რამემ მოგიწამლა,სანამ ფიქრი გაუფანტავთ ქარებს;
წერე, ღმერთი სხვას მეტს რაღას მოგცემს,აიღე და ჩაიხუტე გულში,რომ ამ სიტყვებს, თამამებს და მორცხვებს,ძალა ჰქონდეთ, ხმაურის და სუნთქვის.