პოეზია · ლირიკა
* * * მე დავაკვირდი
მე დავაკვირდი,დღეს მეგობარმა ჩემმა,რადგანაც "პახმელიამ" წალეკა,დასაკლავი კრავის ხმით მომმართა,ჩამეტარებინა ორი ისტორიის გაკვეთილი სკოლაში,რომელშიც თვითონ განმწესდა მასწავლებლადდა რომელიც ორივემ ერთად დავამთავრეთ,რომ აუცილებლად თითოეულ კლასშიაღმოჩნდება, უმეტესწილად სათვალეებით შემკულიდა უცილობლად წინა მერხზე მჯდომი ბავშვი,და უმეტესწილად კი გოგო,ზეაღმტაცი გამომეტყველებითდა სახეზე მოფარფატე ღიმილითმარჯვენა ხელს გამუდმებით ჭერს რომ ურახუნებსდა რომელმაც უთუოდ ყველაფერი იცის ზეპირად.