პოეზია · ლირიკა
* * * მე მიყვარს ლუდი
მე მიყვარს ლუდი.მახსოვს, ცხელი ზაფხულის დღეებში,ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, ის იყო ერთადერთი თავშესაფარიუფრო შუადღისას,წრეგადასული მცხუნვარებისგან თავდასაღწევადდა ჩვენ ვფიქრობდით ლუდზე, როგორც ცად ამაღლებაზე,რომ გვეჭირა ბოთლები ყაზბეგის,ჭავჭავაძეზე, მზე თავზე ფეხს რომ გვაბიჯებდადა ჩვენს გასრესას ლამობდა,რომ ვუძალიანდებოდით და გვაბარბაცებდა პატარა ბავშვებივითდა ხალხის ერთობლიობა მიატბორებდა სიცხესდა მიდიოდნენდა ჩვენ ვიდექით და ცივ ბოთლებს სახეზე ვიდებდით,როგორც საყვარლის ხელებსდა რომ ავმაღლდითდა რომ დაგვიტრიალდა მკერდში ხალისი,თავბრუ დაგვეხვა სიმაღლისაგან და გავბრუვდით:იქიდან მოჩანდა მთელი ქალაქი გათლილ მზესუმზირასავითდა ჩვენ ერთმანეთს ხელები გადავხვიეთ,სამყაროს ზურგზე შემოვეჭდეთდა იქიდან თქვენ ჩანდით პატარა წერტილებად,ამ ლუდის კათხაში ვხედავ ყველაფერს, რომელსაც შევექცევი.