პოეზია · ლირიკა
* * * დაგვიანებულ კარიკატურას
დაგვიანებულ კარიკატურას,ომნიბუსით მოარულ გულაღრძნილობას,ადამიანთა ურთიერთგათქვეფის ლოგიკურ გარდასახვაშიუამინდობის ცისკიდეზე ზეაღმართულ შენს ეგზალტაციასდა ღამის ნათებას,დედამიწის წელზე შემორტყმულ პროსპექტებს,რომლებზეც ჭიანჭველებივით დავდივართდა მოდუნებულ მზერას მიაპყრობდაგვიანებულ კარიკატურას შენი გათვითცნობიერებული კრიტიკითსაკუთარი თავისადმი,როგორც ომნიბუსებში საერთო გულაღრძნილობის პიკს,ადამიანთა ურთიერთდადაღვის ხელმისაწვდომობის გარდუვალობასდა ცად ატყორცნა გინდაშენი სხეულის ვარსკვლავთა ურთიერთმიზიდულობასთანსაზიარებლად,რომ გადააბიჯო საკუთარ ნერვებს,რომლებიც დიდ პროსპექტებზე, როგორც ძაღლები,ისე დარბიანდა მოულოდნელი დაღამებით გატანჯულები,ელიან სულიერ სიმშვიდეს,ურთიერთაღრევის გადამდები ვირუსისგან შელახულებიგაყმუიან, ცის კიდემდე და ელოდებიან ეგზალტაციას,დაგვიანებულ კარიკატურას რომ გაექცნენ,თვითგვემის.