↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ამ ჭიქიდან ამოიღე კოვზი

შველიძე ერეკლე

2010-08-121 წთ საკითხავი1393 ნახვა

—
ამ ჭიქიდან ამოიღე კოვზი,შეუმჩნევლად აიტკიცე კეფა,ცხელი ჩაი გაიტანე ლოჯში,და გარედან მოისმინე ყეფა.
ჩამოაძრე, ძუძუ დაუკოცნე,შეუთვალე მის ფიქრს შენი ნდომა,უცაბედად მერე დაიმორცხვე,დაელოდე, თვითონ როდის მოვა;
ივარჯიშე, დილით ქენი ზნექი,გაიტანე გაჭედილი დარდი,სიამოვნებს მას ხმაური ჭექის,მიუტანე თეთრი, სველი ვარდი,
დაუფინე, თეთრ ზეწრებზე დასვი,ჩამოაძრე ტანსაცმელი ყველა,ცოტა ხანი მისი ცქერით დატკბი,მერე მიდი, ოღონდ ფრთხილად, ნელა
და რომ კოცნას მოამთავრებ პირველს,უთრთოლდება მკრთალ კისერზე ხალი,წამოჯდომას მასთან გვერდით გირჩევს,ადექი და მერე ჩქარა წადი;
გადმოიღე კარადიდან ქუდი,გადაიცვი საწვიმარი მანტო,ღამე ნახე, შავი, ჯმუხი, მუქი,უთხარი, რომ ისეირნებ მარტო.

შველიძე ერეკლე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი