↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენი კოდორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
ღრუბლები შორი, აფრები შორი,ახლო ხმაურობს ჩქარი კოდორი,აგე, კოდორით აფრინდა ქორი -ააქვს სისწრაფე... მერე როგორი!
და როდესაც ზღვას სწვდება ეს თქორი,მსწრაფლ დადინჯდება ჩქარი კოდორი.მირხევა მდორე, ტალღებიც მდორედა დამშვიდების ზვირთი მეორე.
არა ამაოდ დუღდა კოდორი,არა ამაოდ გასჭრა მთა-გორი.იმ დროის არა ერთი და ორიდარჩეს სიბერეს ხსოვნა-ამბორი.
მოგონებების არის ეს ტბორი:რა ბედნიერი არის კოდორი!
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი