↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენი მნათობი ცეცხლის ფერია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
ცეცხლივით ჩვენი ტრიალებს ხანა,ჩვენი მნათობიც ცეცხლისფერია;მან ბევრი რული და მშვიდი ნანაქარიშხლის ხმებით მოიგერია.
მებრძოლ დროშასთან ელავს კალამი,ეს ათი წელი, ათი აგურიდამკვიდრდეს, როგორც ძმური სალამი -მხურვალე, მხნე და ამხანაგური!
მრავალმა წელმა გაასწრო ჩარჩოს,დრო ისევ ცდილობს ძალთა მოკრებას;ინდუსტრიალურ ალს გაუმარჯოსდა პროლეტარულ აბობოქრებას!
გაუმარჯოს ფიქრს, რომ ალებრ მნათიხავსმოკიდებულს, ნელს და ბორიოსააყირავებს ეს წელი ათიათიათასი წლის ისტორიას!
მჭიდრო კავშირი ერთმანეთს შორისდღეს საჭიროა, როგორც არასდროს!რევოლუციურ დღის დირიჟორისამღელვარებამ რომ არ გაგვასწროს!
თუ მსოფლიოში კვლავ შორით შორადგიგანტიური იგრგვინებს ქნარი,ჩვენ იმ ვულკანთან ვიქნებით სწორად:გული, სიმღერა, შრომა აქ არი!
ხელოვნებათა არმია! ჩქარიეპოქის გვერდით იარე, წადი,თუ დღეს რამ არის გაუგებარი,ხვალ ნათელივით იქნება ცხადი.
ხომ განვლილია ნაწილი გზისგანსხვა ამოცანა - აღმოსავლეთით.როგორ შორსა ვართ იმ ნაპირისგან,გემზე პირველი გზით რომ ავედით.
ოკეანესი ჰქუხს შუაგულიდა ახალ ნაპირს იმედად ათოვსმზე, რკინასავით შემოდაგული...ჩვენი მხურვალე სალამი მნათობს!
სალამი ხანას, რომ გასცდა ჩარჩოსდროშას, გაწევას, ძალთა მოკრებას,ინტერნაციონალის ხმას გაუმარჯოს,ინტერნაციონალის აბობოქრებას!
1929
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი