↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხელრთვა; ი. გრი

ჭანტურია ტარიელ

2009-09-121 წთ საკითხავი20032 ნახვა

—
(იოსებ გრიშაშვილი)ი. გრიშაშვილი ი. გრიშაშვილი ი. გრიშაშვილი ი. გრი...თამაშობანი გრიშაშვილისა ძველტფილისური - „იგრი“
ხაში. ლავაში. ღვინო. მწვადები. დუმა. ყაურმა ჯიგრის...აშოღლანების დასტა. დასტაში - ლექსის ჰამქარი - ი.გრი...
მხოლოდ დუდუკი, მხოლოდ - ართურმა. ათასში ერთხელ - ფიქრისწუხს სუფლიორის ბუდრუგანაში ი.გრიშაშვილი - ი. გრი...
წლები გარბიან. წლები გადიან. ჟამი უგულო მიქრის.როგორ ჩამქრალა ყოჩი ნაცადი - ი. გრიშაშვილი - ი. გრი...
უფრო - ამერი. უფრო - იმერი. ფშაველი. კახი. ეგრი.კაცი - შიქასტა, კაცი - საარი. ი.გრიშაშვილი. ი.გრი.ვით მოიძულეს, ვით გაიმეტეს, ვით დაივიწყეს ეგრეკაცი - ფუტკარი, კაცი - სანთელი, ი. გრიშაშვილი. - ი. გრი...
წევს მთაწმინდაზე, წევს რახანია. თუმც მაქნისია იქ რის...მაღლაც აზიდეს, დაბლაც დაამხეს ი. გრიშაშვილი, ი. გრი...
სადაც ნიავი ქროდა კოჯორის, იქ ახლა სხვა ქარი ქრის...და ქარს არ მოაქვს ხმა აშუღისა - ი. გრისაშვილის... ი. გრის...
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი