↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნავთიანი ადგილის ბურღვა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
მიწას რომ ბურღვენ მეტრით სამასითდა ბურღილიდან ამოხეთქს ნავთი,ინდუსრტიალურ იმ სილამაზითლექსით მოვიდა სხვა არგონავთი.სიტყვის ფენასაც სჭირდება ბურღვა,დიდი ტეხნიკა, ტემპები, დაზგა,თავდადებული შრომის მოთმენა,დღითა და ღამით, დღითა და ღამით.თავი და თავი არის ხარისხი,როგორც პოეტის, ისე მასალის,სიყალბისადმი ერთია ზიზღიმზის, პოეზიის, მარქსის, ლასალის.რას შევაჩვიე მე ჩემი სიყრმე?იმასვე, რასაც მბურღავთა დასი!სამი ათასი იქ მეტრი სიღრმე,აქ ჩემი ლექსი სამი ათასი.არც სილაჟვარდე მოსჩანდა ზეცის,არც დედამიწად ქარის მოდებადა რეაქციის აშკარა მხეცი,რომელიც თან გძულს, თან გეცოდება.მასზე ცრემლებით გული ვერ დალბეს,გზად ვერ გაშუქდეს ნათელი სვეტი,ვერ გადალეკდა დროის სიყალბეს,ვერარა ძალა სიკვდილის მეტი!დაეშვი ფარდავ - ვფიქრობდი მსვლელი -თუ არ დაინდობს არვინ არავის,ბარემღა აქტი უკანასკნელიდასრულდეს დრამის გულშემზარავის!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი