↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნავთის ამოღება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
როგორც მიწიდან ამოაქვთ ნავთიღრმა გაზ-ლიფტებით, გრძელი მილებით,ისე ლექსების ზახი და ზავთიამოდის შრომით, გამოცდილებით.როგორც ნავთისგან იყოფა მერესტანდარტიული ბენზინის ქაფი,ლექსის სილაღე და სიძლიერერაა ძვირფასი, რაა იაფი.ჩვენ ამ ლექსებით ვიბრძოლებთ ყველა,რეზერვი ზღვაა: ის არ იცლება,არ შეიძლება ცოტათი ნელა?არა, არასგზით არ შეიძლება!უკვე კარს ადგას მსოფლიო არესსოციალიზმის მახვილი ბასრი,აი რა აზრი აქვს ამ სიჩქარეს,რა უდიდესი, მსოფლიო აზრი!ლექსი თუჯისას ჰპოობს სახებას,ყოველ დინამოს და ყოველ დიზელს,ყოველ სანიშნო გამოძახებას,ვუცქერით, როგორც ფხიზელი ფხიზელს.რომ მიყვარს შრომა და ვარ მშრომელი,რომ მოსვენება არ მაქვს ერთ-წამას,ჩემი ლექსები დაუცხრომელისაუკუნეებს ეტყვიან ამას.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი