↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პატარა პიერი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
სანაპიროს ნაგვის ყუთშიგულსაკლავად სძინავს პიერს;მოკუნტული წვიმით ბავშვისიზმარშია: ერთ მშვენიერ
მინდვრად თითქო სოფელია,აქ, ქალაქის შორიახლო,საცოდავად იყურებაპიერისა სამოსახლო.
ალიონზე ქალაქისკენმიაქვს ძველი მას კალათი,იქ არაფრით მიმავალიშინაც მოდის არარათი.
პიერს ეზოს ბოლოს უდგასერთადერთი ძირი მსხალი -მისი ბედი და ნუგეში,მისი მზე და მარჩენალი.
მსხლის თვისება ზღაპრულია:ზამთარ-ზაფხულ, ყოველ დილითმადლიანი ხის ტოტებიიტვირთება მწიფე ხილით.
მით საზრდოობს, პიერისთვისხე მფარველი არის ხატი.მაგრამ ერთხელ საღამოთიცრემლით ხვდება ხე მარადი.
ვერა ხედავს მწიფე ნაყოფს,გაუძარცვავთ მძიმე მსხალი,ვინ მოვიდა, ვინ დაამხო,რომ არ დარჩა ნატამალი?
და ყველაფერს მიხვდა პიერ,ხედავს პიერ, რა ეჭვია,რომ დღეიდან დაიღუპა,რომ მას ქურდი შეეჩვია.
გაიღვიძა აქ პიერმადა წამოხტა, ვით შურდული,ბავშვი, როგორც სიცხადეში,სიზმარშიაც გაქურდული.
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი