↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პიონერო, იყავ ღირსი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
პიონერო, იყავ ღირსიახალ ყოფა-ცხოვრების,შენ ხანა არ გაგივლიაძველი გამათხოვრების.მასამ აბობოქრებულმაის ბორკილი დალეწა,რომ ნისლებს არ დაებურაშენი გამჭვირვალე ცა.ბრძოლამ ძველი ზამთრის სუსხიდაუნდობლად შელახა,რომ ნამდვილი გაზაფხულიშენთვის გადაენახა.თოვლიც გადნა, ველად გაჩნდაცისფერ იის ღერები,გაზაფხულის ეს მზადმყოფინორჩი პიონერები.მშენებლობა მოდის ქვეყნად,ჯერ რომ არსად ნახულა,პიონერო, ეს დღეებიშენთვის გამოსახულა.ხუთწლედი ოთხ წელიწადში!საქმეს - თავის ალაგი!მოდის სოციალისტურისოფელი და ქალაქი.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი