↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პირველ თაველებს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95281 ნახვა

—
ვდღესასწაულობთ პირველ თაველებსმოსასწაულე ვარდთა დაგებით,აივნებს მალე ააყვავილებსრტოების ნოხი და ფარდაგები.
ქალები ღამით წავედით ტყეში,თვალებში ფეთქდა ელვა წყაროთა,ყვავილს, რომელსაც ჰქვია ნუგეში,ჩვენ დავეძებდით და გვიხაროდა.
ვაჟნი ეძებდნენ მთებში ხაზინას,თოფების ბოლი ცრემლებს გვადენდა,არ დაგვასვენეს, არც დაგვაძინესდა ასე კიდეც შემოგვათენდა.
ავშალეთ მთაში მტევნები ფუტკრის,ვაჟები ირმებს სდევდნენ ჯირითით,უცებ... მახლობლად დაჭრილი ნუკრისმოგვესმა კვნესა და ჩვენ ვტიროდით.
1920
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი