↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომაზე გაგვახსენდება

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52775 ნახვა

—
ვუახლოვდები ბუხრიან ოდას,ყორეზე ყივის შავი მამალი,მე ნალიასთან ვიყნოსე ცოტაფიჩხების კვამლი, როგორც წამალი.
კვლავ მომეხვია მოხუცი დედა,კვლავ მომიტანა ღაზლის წინდები,მე კი დარცხვენილ თვალებით ვხედავ, _კაბა აცვია შარშანწინდელი.
შვილებმა ვიცით მშობლების ქება,როცა ხელთაა სავსე თასები,მაგრამ ხანდახან არც გაგვეგებანამდვილი ფასი ამ დაფასების.
ხელცარიელი შევაღებთ კარებს,გარეთ გავათრევთ მძიმე კალათებს,დედას ვუტოვებთ მოწყენილ თვალებს,ჩვენს თავთან თეთრად ღამეგანათევს.
წავალთ, გაგვართობს შეხვედრა სულ სხვა,ვითომდა ლუკმა ცით გვეძლეოდეს...და ძმაბიჭებთან სუფრაზე უხვადდავაწყობთ ახალ სადღეგრძელოებს.ის კი _ მშობელი, სოფელს რომ უვლისდა ჩვენი ნახვის ნატვრით ბერდება,შემოდგომაზე ყურძნების წურვისდროს ხელმეორედ გაგვახსენდება.
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი