პოეზია · ლირიკა
შემოდგომაზე გაგვახსენდება
ვუახლოვდები ბუხრიან ოდას,ყორეზე ყივის შავი მამალი,მე ნალიასთან ვიყნოსე ცოტაფიჩხების კვამლი, როგორც წამალი.
კვლავ მომეხვია მოხუცი დედა,კვლავ მომიტანა ღაზლის წინდები,მე კი დარცხვენილ თვალებით ვხედავ, _კაბა აცვია შარშანწინდელი.
შვილებმა ვიცით მშობლების ქება,როცა ხელთაა სავსე თასები,მაგრამ ხანდახან არც გაგვეგებანამდვილი ფასი ამ დაფასების.
ხელცარიელი შევაღებთ კარებს,გარეთ გავათრევთ მძიმე კალათებს,დედას ვუტოვებთ მოწყენილ თვალებს,ჩვენს თავთან თეთრად ღამეგანათევს.
წავალთ, გაგვართობს შეხვედრა სულ სხვა,ვითომდა ლუკმა ცით გვეძლეოდეს...და ძმაბიჭებთან სუფრაზე უხვადდავაწყობთ ახალ სადღეგრძელოებს.
ის კი _ მშობელი, სოფელს რომ უვლისდა ჩვენი ნახვის ნატვრით ბერდება,შემოდგომაზე ყურძნების წურვისდროს ხელმეორედ გაგვახსენდება.