პოეზია · ლირიკა
დირიჟორისადმი
ლიანა ისაკაძეს
დირიჟორის ჯოხს უთხარ უარი(ხემს ერთგულებას უმტკიცებ ამით),როგორც ლამაზი იაგუარიმსხვერპლის წინაშე ჩერდება წამით,ისე ტვრინდები. მსოფლიო ვარამსმერე გადმოღვრი, ღელვით მოცულო.შენ დირიჟორობ? არამც და არამც, -ეკვდერთან დგახარ და ღმერთს ლოცულობ.