პოეზია · ლირიკა
*** მობრძანდი, მთავარანგელოზო მიქელ
მობრძანდი, მთავარანგელოზო მიქელ,შემიმოსეჩემი მოსებაბუა სუდარით.ქართული წესით და ადათით მიქე,დაჩოქილი ვარ შენ წინ მუდარით.ბერს დაანებე მირონცხება,აღკაზმე სულეთის ეტლი,ცარგვალზე მოაბნიე მურიცხებადადამისდროინდელი კოლხური თეთრი.ატირე, აწივლე კოჩნი და ოსურნი,სიმინდში გადარეკე კუტკალია,მუხლებზე დაამხე სიკეთის მოსურნედა გადააჯერე, რომ უკვდავია.მე ნება დამრთე, დაისს როცა წვიმა მიმობანს,თავშიშველი მივიდე სამარესთან წყეულიდა საქართველოს მიწის ღია ჭრილობაშევახორცო ბაბუას სხეულით.