↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პარიჟი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
მონ-მარტრში შენი თვალები -ღრმა, უბოლოო, უსახო.შენ კვნესი, შენ იმალები,არც ვინ გყავს, რომ დაუძახო.
უდაბნოდ გაჰქრა მრავალისიკეთე, ზნე და ზნეობაარავინაა მავანი,გაგიყოს მოცალეობა.
ატარებ ნიღაბს და რიდეს,არ უცდი გამოდარებას,ო, სასიკვდილევ, სიმშვიდესვინ მისცემს შენს მშფოთვარებას?
ულევი, უანგარიშოშიშით და ჟრჟოლით ამტანი -შენს არემარეს, პარიჟო,აშუქებს კაფეშანტანი.
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი