↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პარიზის სეზონი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95283 ნახვა

—
ხედავთ? სეზონი ავიდამწვერვალზე, როგორც ზმანება,ათასგვარ სანახავითასჩქეფს ბაღთა ახმოვანება!სიმღერებს დაეტანებარყევანი უმიზეზონი,ფრანკიც ძირს მიექანება,და ასე მიდის სეზონი...
სეზონში, ვიტყვი თავიდან,ტენორნი იქცნენ ბანებად.პრესა კარგს ვერ ცნობს ავიდან,ავი კარგს დაემგვანება.სვიპსტეიკს მიეტანებაპარიზელების რეზონი,ფრანგი ფრანკს ეთაყვანებადა ასე მიდის სეზონი...
„სიცხეს როგორმე ავიტან -ამბობს სხვა - დამენანებააფეთქებათა ზვავიდანჩვენი ხმის დაგვიანება.ვით გულის დაზიანება,თრთიან ღარიბთა ეზონი.პარიზი ბედს მიანებადა ასე მიდის სეზონი“.აქ თამამი ხმა თავიდანზოგ-ზოგს არ ეპრიანება.ზოგს, მოსულს სანახავიდან,სიტყვის თქმა დაენანება.უეცრად, როგორც ბრძანება,ხმა სწვდა ქოხს, არა - მეზონინს.გაისმა აღფრთოვანებადა დაყირავდა სეზონი!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი