↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნავთის კოშკები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
ვარდებისა და ქალის მაგიერ -ლექსში პირველად გაისმის: ნავთი!იგი დღეს უფრო ამხანაგია,შხეფით მოსული ზღვების ნიავით.ჩვენში ბევრია და სიიეფესმისას განიცდის ყველა მყიდველი,თვით გერალდიურს წააქცევს მეფესეს შადრევანი, შიშველ-ტიტველი,ჰერმეტიული, როგორც სილაჟი,კოშკებში მიდის ბოლი ლოსელი,მასთან ვენერა დარჩა სილაში,რთავს ამ მილოსელს სხვა სამოსელი.ბევრი რამ მიაქვს დროთა მდინარეს,დრო - მორევია განუზომელი,მაგრამ აქ ზრუნვა ამ ინჟენერისუკვდავი არის, ვინემ გომერი.ნავთი ნავთია - მარიობისთვის,სიცხით დამწვარი, უდაბნო ეკლის,მაგრამ მებრძოლი მომავალ დღისთვისსიცოცხლეშივე ღირსია ძეგლის.რა საოცარი რამაა დილითფანტასტიური კოშკები ნავთის,მე არ მგონია, რომ ცვარა ლილით,რაიმე ქვეყნად ასე ბრწყინავდეს.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი