პოეზია · ლირიკა
* * * სიყვარული? - ხურავს!
სიყვარული? _ ხურავს! სიძულვილი _ ტეხავს! _სიძულვილი ბადებს წიწამურს და ტეხასს...გიყვარდეთ და გწამდეთ! _ გევედრებით ყველას! _ტარიკოს და სანდროს, ანანოს და ეკას!...სიძულვილი – ტეხავს! სიყვარული – ხურავს!ხედავთ? – აქეთ _ თამარს, იქით – დიდ მოურავს!პატარა კახს... დიდგორს... ვაჟას იას, დეკას...სიყვარული – ხურავს... სიძულვილი _ ტეხავს...სიძულვილს არც ძმა ჰყავს და არც ძუძუმტე ჰყავს...არ გადაშლის ოთხთავს... ყურს არ უგდებს ყურანს...სიძულვილი _ ყრუა! სიძულვილი – ტეხავს...სიყვარული ბრმაა! სიყვარული _ ხურავს...ხედავთ? _ ნეფერტიტის უცხო თავსაბურავს!ხედავ? – თუში ქალის ცრემლით ნაქსოვ თექას!არა თრობა არ ჯობს მიჯნურობის ბურანს! –სიყვარული _ ხურავს! სიძულვილი _ ტეხავს...