↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ვინ იყვნენ ის ცუდი ბიჭები

შველიძე ერეკლე

2010-08-121 წთ საკითხავი1397 ნახვა

—
ვინ იყვნენ ის ცუდი ბიჭები, დილის ცხრა საათზე რომ გამოდიოდნენ დაბარებულებივით,უნივერსიტეტის პარკში და ლუდის ბოთლებს დასიებულ ტუჩებზე კოცნიდნენ.ისინი ქანაობდნენ ექვს საათამდე, ცაში ავარდნილი ბიგელებივით და სამარცხვინოდ იფურთხებოდნენ,მერე, ვინც იყვნენ, უკვე დაღამებულში, არყის ბოთლთან რიტუალური წრე შეეკრათდა ციცქნიდნენ რაღაცას, საპნის გემო რომ დაჰკრავდა.უნივერსიტეტის თავზე საქართველოს გაცრეცილი დროშა ფართხალებდა.მათ არ იცოდნენ, როგორ უნდა დამსხდარიყვნენ და ესწავლათსახელმძღვანელოებთან უდრტვინველი ბერების გამომეტყველებით,დაუძაბავად წასულიყვნენ სახლებში და შემთხვევით ყური მოეკრათ,ტელევიზორიდან ვიღაც კოსტუმისკანიანი და ჰალსტუხიანი ნაძირალა.როგორ ლუღლუღებდა ჭაობის გომბეშოსავით.მათი დაცხრილული სხეულები ლივლივებდნენ არყის გაჟღენთილობით, მთვარის შუქშიდა პარკში თითქმის არ ისმოდა ხეების შრიალი.

შველიძე ერეკლე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი