↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტები

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10964 ნახვა

—
პოეტებს ნაბიჯებს არ უთვლიან,მათ ხშირად ეშლებათ ნაბიჯებიქმნიან ყოველდღიურ არითმიასდა ხმებს ხარებივით აგიჟებენ.
შრიალებს ათასი ბერზვიადა,ხმა– თითქოს გრიგალში მუხნარია,პოეტის სიცოცხლე ლექსია დასიცოცხლეც ლექსივით უხარია.
პოეტი ზეციდან გადმოვარდა,აქ მხოლოდ საფლავი მოიზომა,იცანი ეს ჩვენი ლადოა დაყელიდან ყაყაჩო მოისროლა.
სისხლო, სხეულში რომ არ გვეტევი,თვალწინ ცოდვა–მადლი გვილაგიააქ რა შუაშია „ანგლეტერი“აქ ნაღდი პოეტის ჯილაგია,
ირგვლივ თასმებივით გვევლებიანმტრები, ჩვენივ ლექსით გამოწვრთნილი,აქ ნაღდი პოეტის გენებიასაუკუნებში ამოზრდილი
იქით – საოცარი მითებია,აქეთ – თვალთმაქცური მონეტები,პოეტები ლექსებთ ითვრებიანლოთები ჰგონიათ პოეტები.
გადათქერავენ დ გადეკიდებიანქალები მაცდური ლორნეტებით,პოეტების ცოლები ადრე ქვრივდებიანადრე კვდებიან პოეტები
ჯანდაბას ყოველგვარი არითმია,ქვეყანას ჩვენ მაინც მოვედებითპოეტები ნაბიჯებს არ ითვლიან,ძმა– ბიჭებს ითვლიან პოეტები.
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი