↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "გაჩუქებული თიკანივით"

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10968 ნახვა

—
გაჩუქებული თიკანივით –პატრონს რომ საბრალოდ გამოხედავს ,ჩემმა პირველმა სიყვარულმაქმრის გვერდით ისე ჩამიარა.რა მეპატრონებოდა თავქეიფას –ამ მთა – ღრანტეებში ბღოტიალითგული ვის უნდა მოეჯარა,მუხლი ვის უნდა მოეღალა,გულგამორღვეული გალავნებივის ხელისგულებით მოეგლისა,ვიღაც თობრონია გოგო კოკააღმართზე ვის უნდა აეტანა,მუხრანის თქმის არ იყოს დათოხი ვის სჭეროდა ოყიანიდა მერე ლაყუნა ნაბიჯებითჭალიდან ვინ უნდა მოსულიყო,ეჰ....გაჩუქებული თიკანივით –პატრონს რომ საბრალოდ გამოხედავს ,ჩემმა პირველმა სიყვარულმაქმრის გვერდით ისე ჩამიარა.
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი