↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "აკაციები"

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10978 ნახვა

—
აკაციებზე ლოკოკინის ღვთიური ლორწო,და ორი სულის იმედი აქ ნაციები,აწ სულერთია, საყვარელო რომელი მოგწონს,ლოკოკინები თუ ეს მწვანე აკაციები.აწ სულერთია, საყვარელო რომელი მოგწონს,მე მსასოოვარ ზმანებში დავეხეტები,ვერ გაანელებს ვერაფრით დანთებულ კოცონს,დასავიწყებლად ღმერთი, რჯული, არ მემეტები.ჯვარი სწერია ჩემს ხეტიალს, სწერია ჯვარი,მე ისევ ისე ვაკოწიწებ ტკივილთა გვირგვინსთან უწმინდესი შეხვედრების წამყვება ჯავრი,როცა უბრალოდ გაიზრდება თვითმკვლელთა რიგი.არა და არა! არც მკვლელობა, არც თვითმკვლელობა,თორემ ქალთა ბრბო თვით ტკივილშიც გულმავიწყია,ღმერთმა შეგინდოს მიწიერი უსანთელობა,ჯერ სიყვარულში მათხოვრობა არ დამიწყია.ზეცამ შეგინდოს, ბაგეებზე მოლოკვილ ლორწოს,ისევ იხსენებს გული, შენით აქ ნაციები.ააწ სულერთია, საყვარელო რომელი მოგწონს,მე, ლოკოკინა, თუ ეს მწვანე აკაციები.
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი