↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "თუმცა მწვერვალს უვლიდა"

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10957 ნახვა

—
თუმცა მწვერვალს უვლიდა ლექსნარევი მაგია,ირგვლივ ისევ შური და ისევ სივერაგეა.დროც არაა შენდობის, როცა ეშმა ხარხარებს,არც არავის ენდობი,არც არვინ გახარებს.ისევ ლექსად მიუშვი ოცნებები დიდგული,ქალიშვილის დღიურში სევდად ამოკითხული,ტირის გული უბეში, სული გაგნათებია,ერთადერთი ნუგეში შვილის ბარათებია.მიგელიან უკვე შინ, სადაც შავი ჩრდილია,ქალისაგან ნუგეშიც კაცის მონოლოგია.თუმცა მწვერვალს უვლიდა ლექსნარევი მაგია,ირგვლივ ისევ შური და ისევ სივერაგეა.
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი