პოეზია · ლირიკა
* * * "ვიცი, დიდი დღის მაინც"
ვიცი, დიდი დღის მაინც არა ვარ,თუმცა ყოყმანით გავდევ ფრიალოსდა მანუგეშებს დალი ცაავა,-ახლა ფილტვებით არ კვდებიანო.
კვლავ აგონია,- დილიდან ვწევარდა შუბლზე სანთლის ალი მედება,თუმცა დასავით თბილი და მწეაპოეტი ქალის დაიმედება.
რა დააკლდება ქვეყანს ამით,მაინც ხელახლა გაჩენას ვნატრობ,ლადოს-მანანა,ტიციანს-ტანიტ,მე, ალბათ, ნანა დამრჩება მარტო.
ჯერ ოდიშური ცაცხვების ფარჩას-საჯაიას წიგნს სინათლეს ვართმევ,საწყალ კოკისაც აჩიკო დარჩა,მე და აჩიკომ ვერ გავამართლეთ.
სხვის ნიშნულ მთაზე მაინც არ ავალ,თუმცა სხვაგვარი ალი მედება...ისევ დღე, ლექსი, დალი ცაავა