პოეზია · ლირიკა
* * * "ვუცქერ წვიმის და მიწის წაწლობას"
ვუცქერ წვიმის და მიწის წაწლობასდა მელანდება ვაჟას წაწლები,იებო, თქვენი ლურჯი ღაწვებითდღემ გაზაფხულის სუნთქვა მაცნობა.დღემ გაზაფხულის სუნთქვა მახარა,და შიგ თვალებში შემომაშუქა,გახუნებია ჭიმღას ჭაღარა,დღევ წარსულისა, შენ რომ აჩუქე.მთები, გამთბარი მთები სტირიან,თვალთაგან ცეცხლი სცვივა იაბოს,კვირიკეს ნათელს კოცნის კვირიადა მზით გავსებულ ზღაპრებს მიამბობს.ნეტავ რომელი გზით ამახვედი,გაგვეცა, თორო გაიქარები,ბიჭავ მაგვხედე, ბიჭავ მაგვხედე, _თავს დამკივიან ფშავლის ქალები.თან მაფიცებენ ერთგულ და-ძმობას,თანაც მთასმავენ თვალთა ბაწრებით,ვუცქერ წვიმის და მიწის წაწლობასდა მელანდება ვაჟას წაწლები.