↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ეჰ, ვისაც მართლა უნდა გაეგო"

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10960 ნახვა

—
ეჰ, ვისაც მართლა უნდა გაეგოამ ლექსებისთვის, ისიც არა ჩანსდა გული, როგორც სისხლში ქამანჩა,სადღაც წავიდა და გარდაეგდო...ატირდა ლექსი ნაცემ ბავშვივით,ლამის ცრემლების ღვარმა წალეკოს,მარადისობის გრძნეულ სამრეკლოსახლა ჩემივე ლანდი აშინებს.ახლა ჩემივე ლანდი ახელებსამზრალ მიწასაც, დამშრალ წყაროსაცდა ისე ვუცდი მთვარის ამოსვლას,ვით მომაკვდავი უცდის მნახველებს...ახლოს ტანჯული ლადო ახველებსდა ყაყაჩოებს ისვრის ყელიდან...თუ პოეტი ხარ, არ გაერიდო,ძმად გაეფიცე და ესახელე...თუ პოეტი ხარ, თუ ხარ მისანი,ნუ შეგაშინებს ქვეყნის ჭორები...გენიალური თავმომწონებისმუდამ უცნბი რჩები მიზანი...თუნდ აგატირონ ნაცემ ბავშვივით,თუნდაც ცრემლების ღვარმა წაგლეკოს,მარადისობის გრძნეულ სამრეკლოსმაინც პოეტის ლანდი აშინებს.სიყვარულს მაინც არ განერიდონ...
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი