↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ის იდგა მარტო"

ფირცხალავა არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი10964 ნახვა

—
„ის იდგა მარტო და მის ცრემლებშიჩამავალი მზის სხივი ტყდებოდა“ედემ კვირტია
ის იდგა მარტო, ნისლი და მარტიმოგონებაში თვლემდნენ ისევედა ქვითინებდა ჯიში წარმართისწართმეული ცის უხმო სისველეს .
ფერდობს შერჩენილ ლოდის ლოდინითთვლემდნენ წლები და თვლემდნენ წუთები,უამინდობით ანამწუთხებიგზაზე დავარდნილ იფნის ტოტივით.
მზე ჰგავდა მთვარის გამოტირებას,ცა – ოცნებათა გარდაცვალებასდა როგორ შიში არდაცალებისფიქრი იფარავდა გზა – მოთმინება.
ფიქრს იფარავდა ნისლი და მარტიმოგონებებში თვლემდა ისევედა მისტიროდა ჯიში წარმართისწართმელი ცის უხმო სისველეს.
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი