პოეზია · ლირიკა
* * * "ესროლე პოეტს"
„ოჯახისათის თვით პოეზიის დათმობაც შეიძლება“ქალის წერილიდან
ესროლე პოეტს,ნუ დაზოგავ, ესროლე პოეტს, –თვარცრემლიანი გოგონა ითხოვს.ოთხმოცდასამის იყო გოეთე,მაინც ვერ ჰპოვა სამყოფი სითბო.
ესროლე პოეტს,ნუ დაზოგავ, ესროლე პოეტს, –შვილის უმანკო თვალებისთვის ესროლე პოეტს,მეუღლის ერთგული ფიქრებისთვის,ესროლე პოეტს,თვალცრემლიანი გოგონა ითხოვს.
კარგო გოგონავ,შენ მათხოვრობის პაემანი ჯერ არ გინახავს,იქ, სხვების მიერ გადაგდებულდამჭკნარ ყვავილებსკვლავ უბრუნდებათ ადრინდელი,სპეტაკი სითბო.
კარგო გოგონავ,შენ მათხოვრობის პაემანი ჯერ არ გინახავს,ჯერ არ გიგრძვნიადაკავებული გულების სითბო,
ესროლე პოეტს,ნუ დაზოგავ, ესროლე პოეტს, –თვალცრემლიანი გოგონა ითხოვს.