↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "კაფეში მარტო რა უნდა ამ კაცს"

ფირცხალავა არჩილ

2010-07-121 წთ საკითხავი11021 ნახვა

—
კაფეში შევალ სრულიად მარტო~გალაკტიონიკაფეში მარტო რა უნდა ამ კაცს,ქართველი მარტო როგორღა დალევს,გადადებს ჯოისს, გადადებს კაფკასდა ლოცვანივით აიღებს გრანელს.გარეთ თქორია, სულშიაც თქორი,ვაიმე, მგონი ფარულად მიმზერს...როგორც ოდიშურ თხმელაზე ქორი,ჩამოისვენე არყოფნის ქიმზე.ჩამოისვენე, არაა გვიან,ქარს სული მაინც შავეთში მიყავს,ამ ქალს ხომ ისევ მიმოზა ჰქვია,გუშინ თბილად რომ ეძახდი მიმკას....ვაიმე, მარტო, სულ მარტო დალევს,ვაიმე, სულშიც სიბერე დაკრავს,გადადებს განზე ჯოისს და კაფკასდა ლოცვანივით აიღებს გრანელს.
ფირცხალავა არჩილ

ფირცხალავა არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი